ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. 

ადგილობრივების თქმით, სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რომელიც დღეს ამოიწურა.

ადგილობრივების თქმით, ინვესტორის გარდა, მიწების დიდი ნაწილი სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ბერიანიძემ ჩაიგდო ხელში და მოსახლეობა საძოვრების გარეშე დატოვა.

ზეღდულეთები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზაის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას მაშინაც აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. 

უახლესი ამბები