გურამ მაჭარაშვილი - ეტყობა, მოენატრათ თეა წულუკიანის ძალიან კარგი გამონათქვამები, ამიტომაც მობრძანდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას და ოპონენტებთან მის პოლემიკას გამოეხმაურა.

"ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციას და იმ ნაწილს, ვინც ქალბატონ თეას აკრიტიკებდა, არ მოსწონს თეა წულუკიანი. ასე რომ იყოს, არ მივიდოდნენ იმ სხდომაზე, სადაც წულუკიანს ჰქონდა ანგარიში - ეტყობა, მოენატრათ მისი ძალიან კარგი გამონათქვამები, ამიტომაც მობრძანდნენ და თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. 

ქალბატონ თეას პასუხები საკმაოდ სწორი და ადეკვატური ჰქონდა. თუ პოლიტიკოსი არ მოგწონს და იცი, რომ შენზე ძლიერია, არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში. თუ შედიხარ პოლემიკაში და თვლი, რომ პოლიტიკოსი ხარ, დეტალურად უნდა მიჰყვე და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთხელ მაინც უნდა გამოხვიდე გამარჯვებული. 

როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში ყოველთვის დამარცხებული გამოდიხარ, ხელმეორედ აღარ უნდა შეხვიდე. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ასეთ არასწორ კითხვებს, ქალბატონი თეა წულუკიანი როგორც ადრე, ახლაც ადეკვატურ პასუხებს გასცემს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

3 დეკემბერს პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები