თამარ გაბუნია - "ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე "დელტას“ შემთხვევაში იყო

"კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის ამ ვარიაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაერთი კითხვა არსებობს დაზუსტებული პასუხის გარეშე.

"ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სამი მიმართულებით ვიფიქროთ. ერთი - რამდენად უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი და რა იქნება შედეგი, მეორე - იქნება თუ არა ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი და გამოიწვევს არა გარდაცვალების მეტ შემთხვევას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია, დღეს არსებული ვაქცინით, თავის დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით თუ მკურნალობის გეგმით, შევძლებთ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფექციის მართვას თუ ვერა. ჯერჯერობით, ამ ყველაფერზე ცალსახა პასუხები არ არსებობს. დაშვების სახით, შეგვიძლია თქმა, რომ, შეიძლება, 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე - „დელტა“ შტამი. ეს, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორის დამატებით დატვირთვას გამოიწვევს. დასაბუთებული პასუხი იმაზე, იწვევს თუ არა უფრო მძიმედ დაავადებას, არ გვაქვს. დაშვებაა, რომ ვაქციქნები, რომლებიც აქამდე გვქონდა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები