კელი დეგნანი - მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ დეტალურად შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვან, რა სახის მკურნალობა სჭირდება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ.

"უმჯობესია, ამ საკითხზე სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილ ექიმთა ჯგუფსა და ექპსერტების შეფასებებს მოვუსმინოთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ დეტალურად შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვან, რა სახის მკურნალობა სჭირდება მას, რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს. ეს არის მათი პრეროგატივა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება. ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ფარმაკოლოგიური წამების მსხვერპლია და მას ფსიქოტროპულ პრეპარატებს პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში  არასწორად აძლევდნენ. 

ჯიშკარიანის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში უპასუხეს.

მკურნალმა ექიმმა განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებდა და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ ჰქონდა. ​ 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები