გერმანიაში გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

გერმანიის ახალ მთავრობას სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 მარტიდან საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის სავალდებულო გახადოს, - ამის შესახებ „როიტერსი" წერს. 

ქვეყნის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან

დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, რათა ექიმებისა და ექთნების დეფიციტი არ შექმნილიყო, თუმცა ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მატების ფონზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროება დგება. 

სოციალ-დემოკრატები, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც გერმანიის ახალ მთავრობას წარმოადგენენ, შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს მიმდინარე კვირას წარუდგენენ. 

როგორც „როიტერსი“ წერს, პროექტის მიხედვით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინირებულები არიან ან გადატანილი აქვთ ინფექცია. 

გერმანიაში მოსახლეობის 68.9%-ია აცრილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები