ლინკოლნ მიტჩელი - სააკაშვილი ელოდა, რომ მისი დაბრუნება მყისიერად შეცვლიდა თამაშის წესებს, მაგრამ შეცდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოლოდინები რვა წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების კუთხით არ გამართლდა, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა Front News-თან  ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მიტჩელი, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში დემოკრატიისა და მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს, აცხადებს, რომ სააკაშვილის დაბრუნებით ,,ვერავინ იხეირა’’ და ამ თემამ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზიანა.

მისი აზრით, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ევრუპული ინტეგრაციის ტემპები შენელებულია და ეს ,,არ არის მხოლოდ საქართველოს ბრალი’’. ის, ასევე, აცხადებს, რომ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს შორის ,,გარკვეული მსგავსებებია".

Front News: რამდენად მოახერხა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ემოქმედა სააკაშვილის მიმართ მისი დაკავების შემდგომ?

ლინკოლნ მიტჩელი: რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ ზუსტად ვერ გეტყვით რა შეიძლება იყოს საერთაშორისო სტანდარტი ამ შემთხვევაში. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ - უკეთესადაც შეიძლებოდა. დღესაც კი სააკაშვილის პოლიტიკური გონება კარგად მუშაობს და მან „ქართულ ოცნებაზე“ უკეთ იცის როგორ მიიქციოს ყურადღება. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება გაგვიჭირდეს ზუსტი პასუხების პოვნა იმაზე, თუ რა შეეძლო სხვაგვარად გაეკეთებინა ხელისუფლებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თემა, ცოტა არ იყოს, ირონიულია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო, იყო ის საშინელი ვიდეოები, რომელიც პატიმრების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა, იმ დროს როდესაც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს იჭერდნენ, მე ვიტყოდი, ნაკლებად მძიმე დანაშაულებების გამო. მე ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებიც იჭერენ ბევრ ადამიანს, მაგრამ აქ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის მაშინდელი ლიდერი ციხეში არასათანადო მოპყრობის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას. მე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ არასათანადო მოპყრობა რამენაირად გამართლებულია, მაგრამ არის აქ ირონიის საფუძველი.  

Front News: დააზიანა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი?

ლინკოლნ მიტჩელი: დიახ, დააზიანა. ეს ის საკითხია, სადაც ყველა აგებს, მიზეზების მიუხედავად, საქართველო უფრო არასტაბილურად გამოიყურება, ვიდრე ადრე. სააკაშვილის საკნიდამ გამოთრევა, მისი მანქანაში ჩატენვა სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის დროს, ძალადობა, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს ხელისუფლებას კარგად არ წარმოაჩენს. ამ კადრების გავრცელების შემდეგ, ძალიან ძნელია წახვიდე ბრიუსელში, ლონდონში ან ნიუ-იორკში, თქვა რომ ,,სტაბილური დემოკრატია’’ ხარ და დაარწმუნო ინვესტორები შენს ქვეყანაში ინვესტიციები ჩადონ. მეორე მხრივ, მგონია, რომ სააკაშვილმა ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა მისი დაბრუნებით. მე, ცოტა არ იყოს მაოცებს, რომ მსოფლიო ასე მცირე ყურადღებას უთმობს სააკაშვილის თემას. მე მგონია, სააკაშვილი ფიქრობდა, რომ დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ და შემდეგ ყველა მის გათავისუფლებას მოითხოვდა. რეალურად , ისევ ის მცირერიცხოვანი ჯგუფი ამერიკელი სენატორების, რომლებიც ადრეც ახლოს იყვნენ სააკაშვილთან, მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ყოფილი დიპლომატები (ზოგიერთი ძალიან კარგი, ზოგიც- არა). სააკაშვილს სურდა მის დაბრუნებას მყისიერი, პოლიტიკური თამაშის შემცვლელი ეფექტი ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მე არ ვიცი რას ფიქრობდა სააკაშვილი თუ რამდენ ხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა, მაგრამ მგონია რომ, მისი აზრით, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეცვლიდა პოლიტიკურ კონიუქტურას. ახლა კი, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დროის გატარება უწევს გისოსებს მიღმა.

Front News: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის თემას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე?

ლინკოლნ მიტჩელი: მე ვფიქრობ, სააკაშვილის თემამ უკვე მოახდინა გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნა, ამ ნაბიჯმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში პრობლემები შექმნა.  ახლა კი სააკაშვილი ქართულ ციხეშია, რაც უკრაინას არ მოსწონს. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი მეტ პრობლემას წარმოშობს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ამ ორ ქვეყანას ერთი და იგივე ამბავი აქვთ მოსაყოლი მსოფლიოსთვის. რაც დღესდღეობით აფხაზეთში ხდება, ზუსტად ის არ არის, რაც ხდება დონბასში, მაგრამ ორივე რუსული აგრესიის მაგალითია. კარგი იქნებოდა, თუ საქართველო და უკრაინა ერთ ხმაში ესაუბრებოდნენ საერთაშორისო საზოგადოებას.

Front News: როგორ ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს?

ლინკოლნ მიტჩელი: ამ კითხვაზე საპასუხოდ, იმ პერიოდს დავუბრუნდები, სანამ სააკაშვილი დაბრუნდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შიში წლების განმავლობაში იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის დაკარგვა. მას ეშინოდა ისეთი პარტიის გამოჩენის, რომელიც მას ამ მეორე ადგილში შეეცილებოდა. ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, პარტია მიღებული ხმებით „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაწეოდა, ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან ცუდი იქნებოდა, თუმცა სააკაშვილის დაბრუნებამ და მოსახლეობის შიშმა, რომ ის ისეც შეიძლებოდა ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო, გაზარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი. სხვა ვითარებაში, გახარიას პარტიას, შესაძლოა, უფრო მეტი ხმა მიეღო. სააკაშვილის წყალობით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ შეინარჩუნა მთავარი ოპოციციური ძალის სტატუსი. ეს უკვე წლებია, გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით ნაკლებ ხმებს იღებს არჩევნებში, ვიდრე პირველ ადგილზე მყოფი „ქართული ოცნება“, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ არც ქარიზმატული ლიდერები მართავენ და ვერც მოსახლეობის მთავარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახერხებენ. მოკლედ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთი ჭირდებათ. თუ კი პერსონიზაციას გავაკეთებთ - სააკაშვილს და ივანიშვილს ერთმანეთი ჭირდებათ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს, თუ მათი მიზანია, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილონ, მაშინ უკან უნდა დაიხიონ, ხოლო თუ ისინი გეგმავენ თავად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაშინ, სულ მინიმუმ, რამდენი წელი ლოდინი მოუწევთ.

Front News: რისი გაკეთება შეიძლება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად?

ლინკოლნ მიტჩელი: მე ვფიქრობ, რომ საქართველო მოძრაობს ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე, სადაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ,,ებრძვიან’’ ერთმანეთს. შესაბამისად, რაც საქართველოს ჭირდება, არის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს კარგ პოლიტიკურ გარემოს და დინამიურ და ქარიზმატულ ლიდერს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. ასე რომ, სანამ „ქართული ოცნება“ ძლიერია  ადმინისტრაციული რესურსების წყალობით და სანამ „ნაციონალური მოძრაობაც“ ძლიერია სააკაშვილის ფაქტორის გამო, ეს ბრძოლა გაგრძელდება და კრიზისიდან გამოსავლის გზების ძებნა გართულდება. ეს კრისზისი ვერ დასრულდება რომელიმე ამ პარტიის გამარჯვებით.

Front News: ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანას რეალურად ივანიშვილი მართავს?

ლინკოლნ მიტჩელი: ეს ნამდვილად ასეა. არა მგონია, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ტერმინი - “არაფორმალური მმართველი,’’ რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად იყენებს ივანიშვილთან მიმართებით, არასწორია, იმიტომ რომ სააკაშვილიც არაფორმალურ მეთოდებს იყენებდა ქვეყნის სამართავად. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ადამიანები ძალაუფლებას და თანამდებობებს არა დამსახურების და კვალიფიკაციის, არამედ მასთან სიახლოვის ნიშნით იღებდნენ. მინისტრებს არ გააჩნდათ რეალური ძალაუფლება, ყველაფერი მიშა იყო. ბიძინასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ის არაფორმალური მმართველია, არამედ ის, რომ ის არ არის არჩეული მმართველი. საქართველოს ყავს გავლენიანი ფიგურა, რომელსაც მიჰყავს შოუ. განსხვავება ის არის, რომ როდესაც პრეზიდენტი ან პრემიერი არჩეულია და ისინი არასათანადოდ იყენებენ ძალაუფლებას, სულ მცირე, ამომრჩეველმა იცის ვის დააკისროს პასუხისმგებლობა, რაც არა-არჩეული მმართველის მიმართ რთულია.Front News: ელოდებით თუ არა რაიმე მნიშვნელოვანს საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტიდან?ლინკოლნ მიტჩელი: ამ მომენტისთვის არ ველოდები და ეს შეიძლება სააკაშვილის დაბრუნებასთანაც იყოს დაკავშირებული. დიალოგი გაგრძელდება (ევროკავშირთან), მაგრამ ამ შეხვედრიდან რაიმე მნიშვნელოვანს საქართველოსთვის არ ველი.

Front News: შეძლო თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა?

ლინკოლნ მიტჩელი: ეს კითხვა ხუთი წლის წინ რომ დაგესვათ, ჩემი პასუხი აუცილებლად დადებითი იქნებოდა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, რომელსაც „ქართული ოცნების“ პირობებში მოეწერა ხელი, უდავოდ მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, ბოლო სამი-ხუთი წელია, პროგრესი შენელდა და ვერ განხორციელდა ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც დღევანდელ ხელისუფლებას შეეძლო. ასევე, პოსტ-ბრექსიტ პერიოდში და მისი დაულაგებელი პოლიტიკის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირი არ არის მზად ახალი წევრების მისაღებად. მოკლედ, ორივე მხარე პასუხისმგებელია წინსვლის შენელებაზე - საქართველო, იმიტომ რომ მან ვერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლო და ევროკავშირი, იმის გამო რომ ის არ ჩანს გაფართოებით დაინტერესებული.

Front News: ზრდის თუ არა ქვეყანაში არსებული დაძაბულობა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს?

ლინკოლნ მიტჩელი: რუსეთს ახარებს საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ხილვა. ქაოსი ქვეყანაში, მისი დასუსტება, საქართველოს ევროატლანტიკურ სისტემებში ინტეგრაციის შენელება-შეფერხება, რუსეთს ინტერესებშია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი ტანკებით გამოჩნდება რუსთაველის მოედანზე? - ამას არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ის თავის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაართულებს საქართველოს ამოცანას დაიბრუნოს კუთვნილი მიწები. რუსეთმა უკვე მიაღწია იმას, რაც  უნდოდა. ჩემი აზრით, ის არ არის დაინტერესებული საქართველოს მეტი ტერიტორიის დაპყრობით.

Front News: რა მოლოდინები გაქვთ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მიმართ?

ლინკოლნ მიტჩელი: ვლადიმერ პუტინის ადგილას მენდომებოდა მსოფლიოს ქონოდა შიში, რომ უკრაინის მეტი ტერიტორია დამეპყრო. თუ საერთაშორისო საზოგადოება იფიქრებდა, რომ ეს საფრთხე არსებობს, ეს რუსეთისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ რეალურად ამ ნაბიჯის გადადგმა, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ინტერესშია.  ამას ბევრი უკრაინელი შეეწინააღმდეგება და რუსეთს ფინანსური და ადამიანური კუთხით ძვირის გადახდა მოუწევს. რასაც რუსეთი აკეთებს 2014 წლის შემდეგ, არის უკრაინისთვის პრობლემების შექმნა და დესტაბილიზაციის წახალისებაა. მათ შეუძლიათ ეს პოლიტიკა სამუდამუდ გააგრძელონ. იმას ვგულისხმობ, რომ მე კი არ მინდა ასე მოიქცნენ, არამედ იმას, რომ რუსეთი რომ ვიყო, ამას გავაკეთებდი. ეს სიტუაცია დასავლეთს და ამერიკას არასახარბიელო სიტუაციაში აყენებს. ერთი მხრივ მათ უნდა უთხრან რუსეთს, რომ მისი ქმედებები მიუღებელია, მაგრამ თან ომსაც ვერ დაიწყებენ. ასე რომ, მათ ლავირება მოუწევთ.

Front News - საქართველო

გიორგი კრაწაშვილი

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები