ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის და აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ისინი ხმაურიანი მსვლელობით მივიდნენ საკრებულოსთან.

მათი განცხადებით, ზუგდიდში „ქართული ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისი თავად შექმნა ადგილობრივების არჩევანის წართმევით და ახლა მას მშვიდად მუშაობის უფლებას არ მისცემენ. 

აქციის წევრები მმართველ პარტიას ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარტიული ინტესებებისადმი დაქვემდებარებაში ადანაშაულებენ.  

მათი განცხადებით, ზუდიდის 46 მილიონიანი ბიუჯეტიდან, რომელიც წინა საკრებულომ უკვე დაამტკიცა,  24 მილიონი ლარი მერიის და მისი ააიპების დაფინანსებისათვისაა განკუთვნილი.  

"მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გვქონოდა.  ამ  პოლიტიკური კრიზისის ნაწილია ბიუჯეტი. არ მივცემთ მერს უფლებას, რომ მოსახლეობისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი პარტიული ინტერესებისათვის გამოიყენოს.  ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო იყოს ქმედუნარიანი, მაგრამ სამწუხაროდ, ზუგდიდელებს არჩევანი წაართვეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართულ ოცნებასთან" ერთად პასუხისმგებლობას ასევე გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" აკისრებენ და მისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

უახლესი ამბები