დავით სერგეენკო - სჯობს, მკურნალ ექიმებს ვაცადოთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვა სწორად წარმართონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგებლების განცხადებას გამოეხმაურა. 

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში და შემდეგ პროცესის მართვაში ჩართული იყო ორი სამედიცინო დაწესებულება, სამი კონსილიუმი და ასევე მისი პირადი ექიმი.

"რაღაც საექიმო ლოგიკა უნდა მოვძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ფუნდამენტის საკითხია, სამედიცინო ლოგიკას არ უნდა ავცდეთ. „ემპათიას“ თავისი აზრი აქვს, სხვა კონსიულიმი ასე არ ფიქრობს. სჯობს, მკურნალ ექიმებს ვაცადოთ, რომ ეს ყველაფერი სწორად ჩამოაყალიბონ და მისი მართვა სწორად წაიყვანონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები