განათლების სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება

განათლების სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება, ისინი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში უახლესი ისტორიის მომენტების ტენდენციურად შეტანას აპროტესტებენ.  

სამოქალაქო აქტივისტები ასევე აპროტესტებენ გრიფირებულ სახელმძღვანელოში 2008 წლის ომის ცალმხრივად აღწერასა და „ქართული ოცნების“ დაფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლის აღნიშვნას.

სამოქალაქო აქტივისტის გოგა მაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მომავალი თაობისათვის "ტვინის გამორეცხვას" ცდილობს. 

"ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო კიდევ უფრო შორეულ მომავალზე ფიქრი და ახალი თაობისთვის ზუსტად ისე ტვინის გამორეცხვას ცდილობს, როგორც მას აწყობს. ყველაზე დაცულ სივრცეში, სასკოლო სახელმძღვანელობაში რეალური ფაქტები უნდა იწერებოდეს და ვხედავთ, რომ უახლოეს ისტორიაში ქართულ-რუსული ომი, ქართულ-ოსურ კონფლიქტად არის მოხსენებული, თარიღი არის ზუსტად ისე შეტანილი, რომგორც ამას რუსეთი აკეთებს - 8 აგვისტო.  ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მოხსენებულია როგორც გადამრჩენი. ალბათ, იმასაც ვიზამთ, რომ ჩვენ შვილებს საზეპიროდ ექნებათ მისი ბიოგრაფიიდან  მომენტები" -  განაცხადა მაქარაშვილმა. 

აქცია განათლების სამინისტროსთან  პარტია "დროას" მიერ  დაიგეგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები