ლექსო რაფავა - მიუხედავად არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა, ამაყი ვარ დღეს

მიუხედავად იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განზრახ უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისა, ამაყი ვარ დღეს - ამის შესახებ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ლექსო რაფავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს. ყოფილი ძალოვანის წერილი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

"თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო!

როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა,  მინდა მოგმართოთ და მადლობა გითხრათ იმ ჯვარცმისა და გოლგოთის გზის გავლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოგიწყოთ და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იმ დროს, როცა პირველად წარდექით ქართული მართლმსაჯულების წინაშე და მთელი მსოფლიო გისმენდათ, ახსენეთ ჩემი სახელი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა.მიუხედავად იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განზრახ უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისა, ამაყი ვარ დღეს.

ბატონო პრეზიდენტო! მხოლოდ იმის გამო, რომ ვემსახურებოდი თქვენს მიერ შექმნილ ძლიერ და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს კეთილსინდისიერად და კანონიერად ვიცავდი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავრჩი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ანუ თქვენი ერთგული და მხრდამჭერი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქართული სახელმწიფო საფრთხეშია, ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას განმტკიცების ნაცვლად დასუსტება და დაკარგვა ემუქრება. ერთადერთი, ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით.

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მომავლისთვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ბრძოლაში საქართველოს და თქვენს გვერდით ვართ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენ და სრულიად საქართველოს", - წერს ლექსო რაფავა.

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა, ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე  დააკავეს. ის ქუთაისში ციხეში იმყოფება.  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, რაფავას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები