ლევან ხაბეიშვილი - მინდა ვუთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი

მინდა ვუთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა  გორის ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. 

"ჩემდა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი არ მინახავს, რაც, ალბათ, წამების შედეგია, რაც ალბათ, გლდანის ციხეში განაცდევინეს პრეზიდენტ სააკაშვილს.  ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს ვიყენებდეთ ქვეყნის სასარგებლოდ,  ტყვედ გვყავს. 

რაც შეეხება საუბრის თემას, ეს იყო გაძვირებული ფასები, რომ ახალი წელი მოდის და ადამიანებს არ აქვთ არაფრის შეძენის შესაძლებლობა,  რომ კატასტოფულად იზრდება ფასები, ამ დროს ეს ადამიანი ვერ აკეთებს ვერაფერს, რადგან თავადაა ტყვე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი,  ასევე ვისაუბრეთ გეგმებზე. 

მე მინდა ვუთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი... ახლა გაჯიუტების დრო არ არის. ამით თქვენ ემსახურებით რუსეთს, თუ ეს ასე არ არის, მაშინ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს.  თუ ამაზე არ მოდიხართ და ზამბარას წელავთ დიახ, მოგვხვდებათ დინგში, ბატონო ივანიშვილო და „ქართული ოცნების“ კრიმინალურო ბანდავ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას, რომ დაყვა სუსის გამოძახებას დაკითხვაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები