"ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს გაიმართება

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის გახმაურებულ სარჩელზე, „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ, კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა ჩანიშნა.

როგორც ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, სხდომა დანიშნულია მხარეთა მონაწილეობით 24 იანვარს.

მათივე ინფორმაციით, „ნეტფლიქსმა“ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

"სარჩელის პრეისტორიაში აღარ შევალ. ჩვენ ორი სამართლებრივი საფუძვლით ვდაობთ. „ნეტფლიქსმა“ წარმოადგინა დაცვის ტრადიციული გზა და გადადგა ის ნაბიჯები, რასაც ველოდებოდით. „ნეტფლიქსმა“ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. ეს სამართლებრივი შესაძლებლობები კალიფორნიულ სამართალში ბევრია. დაახლოებით ასეთია მათი არგუმენტი, რომ მაგალითად გონიერმა მაყურებელმა ეს სადავო ფრაზა არ უნდა მიიჩნიოს ფაქტების დამდგენ ფრაზად.კასპაროვის დაკითხვაზე „ნეტფლიქსი“ არ დაგვთანხმდა და დაგვთანხმდა სცენარისტ სკოტ ფრენკის დაკითხვაზე. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დაკითხვა იყო. ძალიან კარგად გამოვიყენეთ ის დავარცხნილი ნიუანსები, რომელიც მოცემული იყო ფრენკის წარმოდგენილ ჩვენებაში. სწორედ იმიტომ ვუთითებთ, რომ ხანგრძლივი დაკითხვა იყო. ძალიან აირია სკოტ ფრენკი, უმრავლეს კითხვაზე იძლეოდა პასუხს  – არ ვიცი, არ მახსოვს. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი. ჩვენს შესაგებელში უკვე სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ. ჩვენ ახლა საბოლოოდ დეკემბრის დასაწყისში, როცა წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, სკოტის ჩვენებას, გარემოებებს ვიყენებთ საჩვენოდ. ამ ეტაპზე ჩვენ მოგვეთხოვება, სასამართლოს თვალნათლივ  დავანახოთ, რომ „ნეტფლიქსმა“ იცოდა სიმართლე. „ნეტფლიქსმა“, ანუ სცენარისტმა სკოტ ფრენკმა იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა ეს სიმართლე, რომ ნონა იყო რეალური გმირი, ჰქონდა დამსახურებები, ის, რომ ნონას კარიერის მთავარი ხაზი გახლდათ, რომ ეთამაშებოდა მამაკაც მოჭადრაკეებს“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.როგორც ცნობილია, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

ამასთან, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც“ დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები