”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა - „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“. 

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. 

სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს. 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. 

“ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს“, - აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები