პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძეა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა.

პაატა გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე.

მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.

ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს“, - განაცხადაგურასპაულმა.