რამაზ საყვარელიძე - მე არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა კრიზისშია, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება

იყენებდნენ თუ არა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს,  ეს ფართო პროფილის საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, - ამის შესახებ  ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ Front News-ს განუცხადა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო „ფარმაკოლოგიური წამებისა" და პოლიტიკური პროცესების განვითარების პერსპექტივაზე რამაზ საყვარელიძე Front News-ს ესაუბრა. 

- პრაქტიკოს ექიმებს უჭირთ საუბარი, რომლებმაც ნახეს სააკაშვილი, დისტანციიდან  ჩემთვის უფრო ძნელია მისი მდგომარეობის შეფასება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 1995 წლიდან, პარლამენტის წევრები ვიყავით ორივე. ყოველთვის გამოირჩეოდა სხარტი და საღი აზროვნებით, შესანიშნავი მეხსიერებით. ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო, რაც შემდეგ გამოჩნდა კიდეც.  ამ ფონზე მისი სულით ავადმყოფობის ვერსიის შეხედვა მიჭირს, რადგან არ ვარ ამ ვერსიის მომხრე.

მეორეს მხრივ, ვხედავთ ექიმთა ჯგუფების დაჟინებულ მუშაობას მაგ ვერსიაზე, დაწყებული პირადი ექიმით ნიკოლოზ ყიფშიძით და დამთავრებული ცენტრ "ემპათიას" ჯგუფით. დედაც, გიულიც შეუერთდა ამ სულისკვეთებას... ვფიქრობ,  ამ ვერსიას მიზანმიმართულად ავითარებდნენ.

- ბატონო რამაზ, განცხადებები ფსიქიატრის ჩარევის საჭიროებაზე  კეთდებოდა იმ დრომდე, ვიდრე მარიამ ჯიშკარიანმა არ განაცხადა, რომ ადგილი ქონდა მიხეილ სააკაშვილისათვის ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭიროების გარეშე მიცემას. ცენტრი "ემპათიას" საბოლოო დასკვნა ჯერ არ დადებულა, თუმცა წინასწარი შეფასებით,  ეს მედიკამენტი გამოიყენებოდა მიხეილ სააკაშვილის ნების დასათრგუნად. ჯიშკარიანმა ისიც აღნიშნა, რომ ამგვარი პრაქტიკა საბჭოთა ციხეებში დისიდენტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა და საბოლოო ჯამში,  პირის ფსიქიატრიულში გამოკეტვით მთავრდებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე იმაზეც კი იყო გაისმა განცხადებები,  რომ მიხეილ სააკაშვილისათვის სამკურნალოდ ხონის დაწესებულება შეეთავაზებინათ, ამის შესახებ რა შეგიძლიათ თქვათ?  

-ასეთი ბრალდებები უცხო არ არის,  ფსიქოტროპული ფარმაკოლოგიის გამოყენება ხდებოდა ავტორიტარულ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირშიც ძალიან ხშირად, დღესაც მთელ რიგ ქვეყნებში ხდება.  ეს ბრალდება გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე არის სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემსუბუქდება თუ დამძიმდება, დანაშაულზე არის წასული სახელმწიფო.  მე არ მესმის,  ამ დანაშაულის ლოგიკა სახელმწიფოსთვის -  მას თუ არ უნდოდა სააკაშვილი პოლიტიკურად აქტიური ყოფილიყო, სხვა თუ არაფერი შეეძლო შეეზღუდა მასთან ურთიერთობები, კონტაქტები, პოლიტიკური აქტივობა, სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცა და ასე შემდეგ.  იცით,  რომ ასეთი მოვლენებიც არსებობს.. 

- ასეც ხდებოდა, თუმცა ადვოკატები და უფლებადამცველები აპროტესტებდენ ამას. ასეთი შეზღუდვა აშკარა დასანახია.  იქნებ ჩათვალეს, რომ ფსიქოტროპული წამლების მიცემა შეუმჩნეველი დარჩებოდა?

 - რატომ ეგონებოდათ, რა პრობლემაა წამლების მიცემის დაფიქსირება? თუკი აღმოჩნდა,  რომ ასეთ პრაქტიკაზე გადავიდა სახელმწიფო და დოკუმენტურად მოხდება ამის დაფიქსირება, ეს ხომ სახელმწიფოსათვის უარესი შედეგის მომტანი იქნება? რატომ წავიდოდა სახელმწიფო ასეთ ნაბიჯზე? ამიტომ არ მჯერა ამ ვერსიის. საქართველოში გვყავს ექიმები, რომლებიც აცხადებენ, თუ კი არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, უარს ვიტყვით პაციენტის მომსახურებაზეო.  თუკი ასეთი ჭკუის შეიძლება იყვნენ ექიმები,  თუნდაც მცირე რაოდენობით, მაშინ ისიც არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის მომხრე ექიმები იყვნენ და წავიდნენ რაღაც დარღვევებზე საიმისოდ,  რომ მერე ხელის შეუწყონ იმ ადამიანს, ვისი პოლიტიკური სიმპათიაც აქვთ.

- როგორც "ემპათია" აცხადებს, წამლებს სასელჯაღსრულების დაწესებულებაში აძლევდნენ, ძნელი არ იქნება გარკვევა ამას ვინ აკეთებდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ წავიდოდა ვინმე შეგნებულ დანაშაულზე, თუ ეს ვინმემ არ დაავალა. ასე არაა? 

- ჩვენი საუბრით ვერ გაირკვევა ეს საკითხი, ამიტომ უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტიზის მოწვევა და მათ დაადგინონ, რა ხდება. 

- მიხეილ სააკაშვილის მომხრები ითხოვენ მის გათავისუფლებას, რაც მათი თქმით,  რაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საფუძველი უნდა გახდეს, ამაზე რას ფიქრობთ? არის ქვეყანა კრიზისში?

- მე არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა კრიზისშია, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება. კრიზისი არის, როდესაც სახელმწიფოს დაკარგული აქვს მართვის უნარი, ასეთ რამეს ჩვენ ვერ ვხედავთ. რომ გვქონდეს ჩვენ გარკვეული მდგომარეობა,  მაშინ კიდევ რაიმე პოზიციას დავიკავებდი. გაურკვეველია რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი უკრაინიდან? არის გასაგები?  

- თვითონ ძალიან გასაგებად ხსნის ამას, აცხადებს, რომ უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნება. 

- რატომ  მოუნდა ახლა? რა ხდებოდა უკრაინაში ან საქართველოში ისეთი, რის გამოც ახლა ჩამოვიდა? ძალიან ბევრი კითხვაა, რა მიზანს ისახავს თვითონ სააკაშვილი?  პოლიტიკური თამაშია, როგორც აზარტულ თამაშში ხდება "ბლეფზე წასვლა", ისე ხდება პოლიტიკაშიც. ამიტომ ნდობა, როცა ამბობენ, რომ ფსიქოტროპულებს აძლევდენ, დაბალია. სააკაშვილი პოლიტიკურად დაინტერესებულია, მისი მომხრეები პოლიტიკურად დაინტერესებულები არიან, ამიტომ ჩემთვის  ამ ფონზე წარმოებული კამპანია არ არის დიდად სანდო, ამიტომ ვაცხადებ, რომ კითხვის ნიშნებს მოხსნის საერთაშორისო, ფართო პროფილის სამედიცინო ექსპერტიზა. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები