ვატო წერეთელი - ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს

"ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისს  ავთანდილ წერეთელს, რომელიც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს, მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ ესაჭიროება, თუმცა ქვეყნიდან გასვლის შესახებ ნებართვას პროკურატურისგან  4 დღეა, უშედეგოდ ელოდება.

როგორც  წერეთელმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა, რომ ლეტალური შედეგი დადგეს, რასაც აუცილებლად დაამტკიცებს.

"6 თვის წინ მამას უმძმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო, რის გამოც ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. პროკურატურას 4 დღეა, უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა, პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ  გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის  წინ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. ეს რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, ამას  პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თის წინ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რაიმე კითხვა, რომ არიდება უნდოდა სასამართლოსი, გადავწიეთ ყევლაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩენების მერეც კი პროკურატირა 4 დღეა, ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს. ეს არის ჯალათების ხელისუფლება“, -განაცხადა ვატო წერეთელმა. 

საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები