ანი წითლიძე - დმანისში რაც მოხდა, იგივე ხდება ყველგან, შანტაჟი და ტერორი ჩვეულებრივი ამბავი გახდა

დმანისში რაც მოხდა, იგივე ხდება ყველგან, შანტაჟი და ტერორი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, - ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, არაფერი გააკვირვებს, თუმცა  ჯერჯერობით ზუგდიდის საკრებულოს წევრები მყარად დგანან. 

"დმანისში რაც მოხდა, იგივე ხდება ყველგან. ზუგდიდში ჩვენ საკრებულოს წევრებს სთავაზობენ 300 ათას ლარს, ვიღაცას დოლარს, იმისთვის, რომ იყიდონ ეს 3 ხმა, რაც ჭირდებათ ზუგდიდში. შანტაჟი და ტერორი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მივიდნენ თითქმის ყველა ჩვენს საკრებულოს წევრთან „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ყოველდღიურად ხდება ეს.განსხვავევა იმაშია, რომ დმანისში ჭირდებოდათ ერთი ხმა, ჩვენთან ჭირდებათ სამი ხმა. თუმცა დაზღვეული არავინაა და არაფერი აღარ გამაკვირვებს. ჯერჯერობით ერთი რამ არის ცხადი, მიუხედავად ამ მცდელობებისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები დგანან მყარად" - განაცხადა წითლიძემ.   

მისივე თქმით, ჩხოროწყუს შემთხვევაში გახარიას პარტიის პოზიცია იყო ბუნდოვანი და საჭიროა მათ მკაფიოდ დააფიქსირონ ვის მხარეს არიან. 

"რაც ხდება ზუგდიდის საკრებულოში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საოლქო სარჩოვნო კომისიასთან ერთად წაგვართვა ერთი მანდატი და დაგვაკარგვინეს სრული უმრავლესობა.  პოლიტიკური კრიზისი არის იმ საბოტაჟის შედეგი, რასაც ეწევა „ქართული ოცნება“. საკრებულოს თვმჯდომარეების არჩევა ვერ მოხდა ვერც ზუგდიდში, ვერც ჩხოროწუში და ვერც სენაკში, აქ  მნიშვნელოვანია გახარიას პარტიის ხმები,  მიუხედავად იმისა, რომ მცირე მანდატით არიან წარმოდგენილი. გახარიამაც უნდა მიიღის გადაწყვეტილება, რადგან ამ მუნიციპალიტეტბში ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ უთხრეს უარი და ხელოვნურად მათთვის უმრავლესობის შექმნა იქნება ამომრჩევლის ღალატი. ჯერჯჯერობით მათი პოზიციები ბუნდოვანია. ჩვენ არ ვიცით,  მომდევნო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე აირჩევა თუ არა", - განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები