დილარ ხაბულიანი - პარტია "ლელოში“ შესვლას არ ვაპირებ, ეს არის ტექნიკური ნაწილი, რომ ფრაქცია იყოს, ამაზეა საუბარი

ვადასტურებ, რომ საუბარი არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის დეტალები შესათანხმებელი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დილარ ხაბულიანი Front News-თან საუბრისას პარლამენტში "ლელოსთან" შესაძლო გაერთიანების შესახებ აცხადებს. 

ხაბულიანი  პარლამენტში "ერთიან ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"- პარტიული სიითაა შესული, ის ჩოჩელი-ოქრიაშვილის  პარტიას "პროგრესი და თავისუფლება" წარმოადგენს. 

დილარ ხაბულიანის თქმით, პარტია "ლელოში" გაწევრიანებას არ აპირებს. 

"მე ვადასტურებ, რომ საუბარი არის, შეხვედრები იყო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, არის დეტალები შესათანხმებელი, გადაწყდება და მერე გეტყვით, პარტია  „ლელოში“ შესვლას არ ვაპირებ.  მე ვარ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" წევრი. ეს არის ტექნიკური ნაწილი, რომ ფრაქცია იყოს, ამაზეა საუბარი", - განაცხადა ხაბულიანმა.

ფრაქცია "ლელო" მამუკა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ დაიშალა და პოლიტიკურ ჯგუფად გადაკეთდა. ერთი წევრის დამატების შემდეგ ის კვლავ შეძლებს ფრაქციად ფუნქციონირების გაგრძელებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები