ყოფილი თანამებრძოლი აცხადებს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში სასტიკადაა ნაცემი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში სასტიკადაა ნაცემი, - ამის შესახებ მისმა ყოფილმა თანამებრძოლმა სევერიან დადეშელმა განაცხადა. 

დადეშელის თქმით, მას ცხინვალიდან კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა, რომ საოკუპაციოო რეჟიმის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდებიან.  

მისივე თქმით, როდესაც ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიოტორიიდან ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეს იტაცებდნენ, ფაქტს უყურებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცრაზმის  თანამშრომლები, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. 

"ვიცით, რომ ნაცემია, საფრთხეა, რომ ტატუნაშვილის მსგავსად მასაც  მოკლავენ, რადგან ნაბრძოლი ბიჭია და არ აპატიებენ. პოლიცია უყურებდა,  რომ წაგვართვეს ვაჟკაცი და ხმა არ ამოიღეს", - განაცხადა  დადეშელმა  „ტვ პირველთან“ საუბრისას. 

ყოფილი ჯარისკაცი უკვე მეოთხე დღეა, ოკუპანტების ტყვეობაშია. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ხელისუფლებას გათვისუფლების გეგმის წარმოსადგენად ერთი დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  აქციების გამართვით იმუქრება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები