ანა ბუჩუკური - პასუხი იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დაიბნენ „ქართული ოცნების“ წევრები

ბიუროზე დავსვი კითხვა, თუ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და „ლელოს“ უფლება აქვთ, ერთად შექმნან ფრაქცია, იგივე უფლება ანალოგიურ მდგომარეობაში მოგვეცემა თუ არა ჩვენ, რაზეც  „ქართული ოცნების“ წევრები დაიბნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბიუროს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ ფრაქცია შეიქმნას, მოთხოვნა არის, რომ უნდა იყოს არანაკლებ 7 წევრი პარლამენტარებისა. ასევე კონსტიტუციაში არის ძალიან გაურკვეველი ჩანაწერი, რომელიც ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, სადაც წერია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება აქვს, რომ შექმნას ერთი ფრაქცია. თავის დროზე, როდესაც ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ ოცნებასთან, თვეების წინ, მაშინ კატეგორიულად მივიღეთ პასუხი, რომ, რომც დაიმატოთ მეშვიდე ადამიანი, ვინაიდან თქვენ გასულები ხართ „ოცნებიდან“, ფრაქციას ვერ შექმნით, იმიტომ, რომ კონსტიტუცია გიკრძალავთ. გუშინ ბიუროზე წარადგინეს  მოთხოვნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი უერთდება „ლელოს“ და მოთხოვნილი აქვთ ფრაქციის შექმნა. შესაბამისად, ლოგიკურად დავსვი ბიუროზე კითხვა, თუ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და „ლელოს“ უფლება აქვთ, ერთად შექმნან ფრაქცია, იგივე უფლება, ანალოგიურ მდგომარეობაში მოგვეცემა თუ არა ჩვენ. რაზეც პასუხი იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დაიბნენ „ქართული ოცნების“ წევრები. შესაბამისად დაველოდებით საპროცესო კომიტეტის განხილვას და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღმა შევიდა ცვლილება, რომლითაც დეპუტატებს უფლება აქვთ, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ფრაქციის მსგავსად იგივე პრივილეგიებით ისარგებლებენ. მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, რადგან ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებზე გაბრაზებულები არიან. 

"ამ მოწვევის პარლამენტში ბევრი საგამონაკლისო ნორმებია დაშვებული და კონსტიტუციის მიღმა საქართველოს რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლითაც დეპუტატებს უფლება აქვთ, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკური ჯგუფები არიან აღჭურვილი იგივე პრივილეგიებით, რა პრივილეგიებითაც აღჭურვილია ფრაქცია. წარმოიდგინეთ რეალობა რა არის - 4-კაციან ჯგუფს აქვს ფაქტობრივად ანალოგიური პრივილეგიები, რაც აქვს ფრაქციას, მაგრამ 6-კაციან ჯგუფს არა. ძალიან მარტივია რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ „ოცნებიდან“ წამოვედით და ჩვენზე განსაკუთრებულად გაბრაზებულები და ნაწყენები არიან" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები