სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეს ბელარუსის სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეს სერგეი ტიხანოვსკის თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

სერგეი ტიხანოვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 2020 წლის მაისში გამოთქვა, თუმცა ის არ დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისმა მეუღლემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიიღო. 

2020 წლის 29 მაისს სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წარუდგინეს - „მასობრივი არეულობის ორგანიზება“, „ისეთი ქმედებების ორგანიზება ან მომზადება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად არღვევს“, „სოციალური მტრობის გაღვივება“ და „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა“.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. არჩევნების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები