საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის პატრიარქმა მოსახლეობას საყოველთაო ვაქცინაციისკენ მოუწოდეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მაცოტაკისმა და სრულიად საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა მოქალაქეებს ერთობლივად მოუწოდეს -„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და პრევენციული რეგულაციების დაცვისაკენ , ინფექციის გავრცელების შესამცირებლად. 

რამდენიმე დღის წინ არქიეპისკოპოს იერონიმის მეათურობით, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. მას თან ახლდა განათლებისა და რელიგიის მინისტრი ნიკი კერამეოსი. 

პრემიერმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა გაიმართა შესანიშნავ გარემოში, რა დროსაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ახლახან სავალდებულო იმუნიზაციის რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საჯარო, ძალოვან და ჰოსპიტალურ სექტორებში დასაქმებული პირებისთვის იმუნიზაცია სავალდებულო გახდა. ევროკაშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საბერძნეთი იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები