პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, ცვლილება შედის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები და განისაზღვრება მათი ფორმირების წესი და პროცედურა.  ამასთან, ახლებურად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი საკრებულოს კომისიის წევრობასთან მიმართებაში. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  და „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს. 

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც ასვე მესამე მოსმენით იქნა მიღებული, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებლად და  დასამტკიცებლად ვადამ ნაცვლად  2022 წლის 1 იანვრისა, 2023 წლის 1 ივლისამდე გადაიწია. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმირებას გულისხმობს, რაც სისტემური რეგისტრაციისთვის დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმის შენარჩუნებას გულისხმობს. პროექტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები