ლევან თევზაია - აფხაზეთის მთავრობა სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, გადავარჩინოთ ერთმანეთი, ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში აფხაზეთის მთავრობის ჩართულობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. 

მისი თქმით, ერთიანობით და დროული აცრით კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხება შესაძლებელი იქნება. 

"რამდენიმე დღეა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის. 

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო უერთდება და სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას - გადავარჩინოთ ერთმანეთი. ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა. მესმის, რომ ბევრი ადამიანს აქვს აცრის მიმართ შიში, მაგრამ დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და გარშემომყოფების სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ავიცრათ. ყოველდღიურად პანდემიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვაქცინაცია კი საუკეთესო გამოსავალია. შესაძლებლობა მომეცა და ზაფხულში ავიცერი. წარმოუდგენელია, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაა. ერთიანობით და დროული აცრით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხებას", - განაცხადა ლევან თევზაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები