ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძის ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი. მისი მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა, 60 პროცენტი, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა ექიმმა თეა უროტაძემ.

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.