მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა ფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა

მრავალპროფილიანი თავისუფალი თეატრი 14-დან 19 დეკემბრის ჩათვლით დაბა ბაკურიანში თოჯინების თეატრის ფესტივალზე „მზიანი საქართველო“ იმყოფებოდა. ფესტივალზე სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „სისხლი“ იქნა წარდგენილი. 

სპექტაკლმა დიდი მოწონება და მრავალი ნომინაცია დაიმსახურა. რეჟისორ გეგა ქურციკიძეს „მზიანი საქართველოს“ ორგანიზატორებისგან გადაეცა დიპლომი „ საუკეთესო რეჟისურა“; 

სპექტაკლი დასახელდა ნომინაციაში როგორც „საუკეთესო დრამატული სპექტაკლი“; ნომინაცია „განსაკუთრებული პრიზი“ დაიმსახურა „როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ პაპუნა შუკაკიძემ; „საუკეთესო დრამატული მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის“ დიპლომი გადაეცა გიორგი ჩუმაშვილს. 

დიპლომები დაიმსახურეს ასევე მსახიობებმა, ნომინაციით „საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისათვის“ - თინა მიქაუტიძემ, გურამ შუკაკიძემ, შალვა ხვედელიძემ, ნანა ჯინჭარაძემ, ნინო გაგნიძემ.

დიპლომები გადაეცათ: მურადა იმედაშვილს - მუსიკალურ გაფორმებისათვის; მაგდა ასანიძეს - სპექტაკლის კოსტუმირებისათვის; ოპერატორს ზურაბ ჯაფარიძეს; თეატრის მხარდაჭერისათვის ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს და კულტურის ცენტრის დირექტორს ხვთისავარ გიორგაძეს. 

ასევე ფესტივალმა „ფანტელმა“ დიპლომები გადასცა ყველა მონაწილეს.