ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ელოდება ხალხმრავალ აქციას

მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ელოდება ხალხმრავალ აქციას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემგდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში უცხოელ ექიმის ჩამოსვლას ელოდებიან. ხერხეულიძემ ასევე აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულია გორის ჰოსპიტალის მედპერსონალის გამბედაობით, რომლებმაც პრეზიდენტს პალატაში ტორტი მიართვეს. 

"მდგომარეობაა უცვლელი, ის თავს გრძობს სუსტად.  თავისთავად ასეთ ხანმოკლე პერიოდში ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდებოდა მდგომარეობა. იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი განსაკუთრებული ჩარევა მისი მკურნალობის პროცესში არ მომხდარა. უმოკლეს დროში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება, ალბათ, ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში, ახლა საიმედო არაფერია.

განწყობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, დღეს არის მისი დაბადების დღე. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით.  ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამინებმა გუშინ მიულოცეს დაბადების დღე. მიხარია, რათქმა უნდა, რომ ადამინებს ყოფნით სითამამე, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღიად. 

ახლა მასთან იმყოფება დედა, ქალბატონი გიული.  მე გამოვედი, რომ აქციაზე წავიდე დროულად. მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ხალხმრავალ აქციას",- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები