საქართველოს პარლამენტში ნამიბიის და ტანზანიის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში ორი ახალი მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა - ნამიბიის და ტანზანიის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები. ამის შესახებ პარლამენტმა რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე დადგენილება მას შემდეგ მიიღო, რაც „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკითხი განიხილა.

პარლამენტის დადგენილებას მხარი 86-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  იმყოფებოდა მადრიდში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე, სადაც მან სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებთან გამართა შეხვედრები. მათ შორის იყო ორი შეხვედრა აფრიკის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან - ნამიბიის პარლამენტის სპიკერთან და ტანზანიის პარლამენტის სპიკერთან. სწორედ  ამ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ პარლამენტებში შეიქმნებოდა მეგობრობის ჯგუფები“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. 

ტანზანიის მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი, ხოლო ნამიბიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს -  ნიკოლოზ სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები