ბორჯომში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბორჯომში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

ნაძვის ხე  გელა გნოლიძის ბენდთან ერთად შესრულებული სიმღერის თანხლებით, თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ ანთო.

ღონისძიებაზე, მსმენელის წინაშე, მოწვეულ ბენდთან ერთად ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული დავით არჩვაძის საბავშვო სტუდიის ბავშვებიც წარდგნენ და სადღესასწაულო საღამო გაალამაზეს. 

ღონისძიებას ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, ადგილობრივი  ხელისუფლების და საზოგადოების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სადღესასწაულო დღე ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები