დღეს "მეგრული Day Off"-ების თიზერის პირველი სატესტო ჩვენება გაიმართება

დღეს კინოთეატრ "ამირანში“ მხატვრული ფილმის "მეგრული Day Off"-ების თიზერის პირველი სატესტო ჩვენება გაიმართება. სპეციალურად ჩვენებისთვის კინოკრიტიკოსები, რეჟისორები და მსახიობები არიან მიწვეული.

ფილმის სცენარისტისა და პროდიუსერის ლაშა კანკავას განცხადებით,  "მეგრული Day Off"-ები იქნება რომანტიული კომედიური ჟანრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგოსა და წარმოშობით სოხუმელი, სამეგრელოში მცხოვრები ბიზნესმენის სიყვარულის ისტორიის ირგვლივ, მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და იუმორზე“. 

"ხაზგასმული იქნება აფხაზეთის თემა, ემიგრაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობის თემები. ფილმში ასევე წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს ისტორიულად და ისტორიულად ძალიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილები. ეს ფილმი იქნება ერთგვარი პრომოუშენი ამ კუთხის ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ“, - აცხადებს ლაშა კანკავა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიწვეულია ხვალინდელ ჩვენებაზე, ყურადღებით გაეცნოს პროდუქტს და საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რათა ეს შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნას ფილმის გადაღებებისას.  

"მაყურებლის, კოლეგებისა და კრიტიკოსების მხრიდან ფილმის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სწორხაზოვანი ელემენტებით წარმოვადგინოთ ქართული ტრადიციული ეთნოსი, ურთიერთობები და ის სწორად მივიტანოთ მაყურებლამდე “, - აცხადებს ლაშას კანკავა.

ფილმში მთავარ როლს მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ნინო ქანთარი ასრულებს, ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიცაა რეზო ჩხიკვიშვილი, მისი მეუღლე ხათუნა ჩაგერიშვილი, ჯანო იზორია, ეკა მჟავანაძე, ლაშა რამიშვილი, გიორგი ცაავა, გიორგი გილიგაშვილი, ბაჩო ქაჯაია და სხვა.

მსგავსი სიახლეები