შეკვეთილში XXII სამეცნიერო კონფერენცია "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები" იმართება

დაბა შეკვეთილში XXII სამეცნიერო კონფერენცია "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები" გაიხსნა.

კონფერენციის თემაა იმუნოპათოლოგიური დაავადებები და მათი მართვა.

ღონისძიების პირველი სხდომის თავმჯდომარე პროფესორი ალექსანდრე თელია იქნება, სხდომაზე საუბარი შეეხება იმუნოპათოლოგიურ და ჰიპერსენსიტიურ მდგომარეობებს. 

მეორე სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი ენდოკრინოლოგიურ აუტოიმუნურ მდგომარეობებს მიმოიხილავს.

საუბარი შეეხება დიაბეტის ახალ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მსოფლიოში კონტროლს არ ექვემდებარება, ასევე თუთიის როლს დიაბეტისა და კოვიდ-19 -ის თანაავადობის მკურნალობაში.

მესამე სხდომაზე კი სხდომის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული იმუნო-ბიოლოგიური სტატუსის დაქვეითების რისკებსა და მოსალოდნელი დაავადებების პრევენციის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ საკითხებზე დისკუსია გაიმართება.

XXII სამეცნიერო კონფერენცია "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები" ხვალ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები