რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შიმშილობის აქცია, მაგრამ არ მგონია, შედეგიანი იყოს

ოპოზიცია მასობრივი შიმშილობის აქციას მართავს, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოსთვის. რა გათვლა შეიძლება ქონდეს "ნაციონალური მოძრაობას" და რა შედეგს გამოიღებს  პრეზიდენტის ინიციატივა? - ამ და სხვა  საკითხებზე Front News-ს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. 

- ამ რაოდენობით ადამიანის საპროტესტო შიმშილობა უპრეცედენტოა საქართველოსთვის, რაც იტყვით ოპოზიციის აქციისა და მისი მოთხოვნების შესახებ?

- თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც ყოფითი პრობლემების გამო შიმშილობს, მხედველობაში მაქვს, ვისაც ნორმალური კვების სახსარი არ აქვს,  მაშინ ეს მართლაც არის უპრეცედენტო მასშტაბის შიმშილობის აქცია, მაგრამ არ მგონია, რომ შედეგიანი იყოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია,  როდესაც პარლამენტარები შიმშილობენ, თუნდაც მცირე რაოდენობით, მაგრამ პოლიტიკური ფიგურები,  ანგარიშს უწევენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ  ვნახეთ, რომ შიმშილობდა ყოფილი პრეზიდენტი, შიმშილობდენ პარლამენტარები, მაგრამ ამან მესამე  პრეზიდენტის ბედ-იღბალი ვერ შეცვალა. 

- როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს აქცია "ქართული ოცნების“ გულის აჩუყებაზე მეტად საერთაშორისო ყურადღებაზეა, ამის შესახებ რას იტყვით?

- ქვეყნის გარედან უკვე იყო ისეთი გავლენა-ზემოქმედების მოხდენა, რამაც ოპოზიციას სამსახური გაუწია - მხედველობაში მაქვს გასულ წელს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე პირის შეწყალება. ამ გამოცდილების გათალისწინებით, ცდილობენ იგივე შედეგის მიღებას.  დასავლეთი თუ მიხვდება,  რომ ფაქტობრივად მისმა ჩარევამ პრეცედენტი შექმნა და ახლა კიდევ თუ ჩაერევა, ყველა ტიპის უკმაყოფილებაზე მოეწყობა აქცია  იმაზე გათვლით,  რომ დასავლეთი ჩაერევა. 

- ყველა ტიპის უკმაყოფილება და პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა განსხვავდება, 200-მა ადამიანმა,  შესაძლოა,  სხვა საკითხზე ერთდროულად არ იშიმშილოს, ასე არაა? 

- პრეზიდენტი არ იყო წინა ჯერზე, მაგრამ იქ გაჭრა, დათმობაზე წავიდა ხელისუფლება. რაც უფრო ხშირი იქნება დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება, მით უფრო ხშირი იქნება პროტესტის ამ ფორმების გამოყენება. 

- ფიქრობთ,  რომ ამ პროტესტის მიზეზი არ არსებობს? ოპოზიციის მოთხოვნა ამასთანავე პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა  და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. 

- არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების არგუმენტი, ეს საკითხი შეიძლებოდა საპარლამენტო დონეზე დასმულიყო და გამოძიება დაწყებულიყო. ქვეყანაში თუ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, სწორედ უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ უნდა მოუაროს ამას, პარლამენტის გამოყენებას კი ოპოზიცია არ აპირებს. ამბობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს აცხადებს.   მსოფლიოში დღეს რამდენიმე პრეზიდენტია დაკავებული, სადმე გვაქვს ასეთი სურათი, რომ საპროტესტო აქციები იმართებოდეს, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება არისო?პარტნიორი ქვეყნებიდან ის ადამიანები,  ვინც გვიწუნებებ მართლმსაჯულებას, იგივე ადამიანები არ ამბობენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. 

- თუ შედეგი არ ექნება, რა გათვლა შეიძლება ქონოდა ოპოზიციას, როდესაც მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა, მოგვიანებით კი განმარტეს, რომ მხოლოდ შიმშილობის აქცია არ იქნება და სხვა პროტესტის სხვა ფორმებსაც გამოიყენებენ?

- არაფერი გათვლა არ ქონდა, ჩვენ ადვილად ვამბობთ ხოლმე ხელისუფლებაზე, რომ შეცდომა დაუშვა, ოპოზიციაც ხო უშვებს შეცდომას, ადამიანები არიან ორივე მხარეს. რა გათვლა ქონდა ოპოზიციას  ნახევარი წელი ქუჩაში რომ იდგა და მერე პარლამენტში შევიდა? ახსნა აქვს, მაგრამ გათვლა არის ის,  რომ ის ვარიანტი აირჩიო პროტესტის, რომელიც შედეგს მოიტანს.  ნახეს, რომ გარკვეული შედეგი მოიტანა შიმშილობამ, როდესაც სააკაშვილი,  ხოშტარია და პარლამენტარები შიმშილობდნენ და გაახსენდათ შიმშილობა.   პოლიტიკური გამოცდილებაც ხო არსებობს, სააკაშვილმა კი ჩამოთვალა შიმშილობით რამდენ რამეს მიაღწიეს, მაგრამ იქ მხოლოდ შიმშილობა არ იყო, შიმშილობა გარკვეული კომპონეტი იყო. მხოლოდ შიმშილობა როდესაც არის, ყოველთვის რჩება შანსი, რომ არ გაუწიონ ანგარიში, მერე რა მოხდება?

-"ეროვნული თანხმობის" შესახებ პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ საუბრების შესახებ რას იტყვით, რა შედეგზე შეიძლება გავიდეს ეს?

-მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მეტ სიმშვიდეს შეიტანს ქვეყნის ცხოვრებაში. თუ პრეზიდენტის ინიციატივა  მიმართული იქნება იმისკენ,  რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა პრობლემური საკითხი გადაჭრილი იყოს არა ქუჩიდან, არამედ შესაბამისი ინსტიტუტების - სასამართლოს ან პარლამენტის გამოყენებით და პოზიციასა და ოპოზიციას შორის დავას არ ახლდეს ქვეყნის დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხე, მაშინ ასეთი ინიციატივა უდავოდ შედეგიანი იქნება. 

- ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობია შესახებ რას იტყვით?

- ხელისუფლების პასუხისმგებლობას იმაში ვხედავ, რომ სამართლიანი იყოს, ისევე როგორც ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, სამართლიანი იყოს.

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები