კახა კუჭავა - მე შორს არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში

არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ  თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთნ ერთად მიიღო. 

"როგორც გაიგეთ, მივიღე სპიკერის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს არ არის  ორი-სამი დღის  გადაწყვეტილება. დაახლოებით, თვეა ჩვენს გუნდთან, ლიდერშიფთან ამ საკითზე გვქონდა საუბარი. მე შორს არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, რა თქმა უნდა,  დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მომავალ წელს თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ.ყოველთის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, არ იყო მარტივი პერიოდი,  რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს, ჩემს გუნდს, ლიდერშიფს, ირაკლი კობახიძეს პირადად. ბევრი საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდი და მთლიანად საქართველო“,  - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 27 აპრილს დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები