გიგი უგულავა - ვფიქრობ, პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს დეპუტატებს შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ

ვფიქრობ, პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს დეპუტატებს შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით შეცვლის გადაწვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არაფორმალურად მართავს პარლამენტს. 

"ქვეყანა იქცევა, ახალი ტალღა მოდის "ომიკრონის", ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს და მას ვერ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებით პაიკების გადადგილება მიდის. 

ჩვენს  ქვეყანაში რაც ჩამოყალიბდა არაფორმალური მმართველობა ივანიშვილის, ყველა მისი დასმული ადამიანი მას ბაძავს. არაფორმალურად მართავდა, მაგალითად,  ფარცხალაძე პროკურატურას, უჩა მამაცაშვილი არაფორმალურად მართავდა ბიზნესს, არაფორმალურად მართავს კობახიძე პარლამენტს. კუჭავა როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი, არასაკმარისად მკაცრი. რაც შეიცვლება ერთადერთი, ვფიქრობ, პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს დეპუტატებს შესაძლებლობას შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან. იცით, რომ ეს თავმჯდომარეს ეხება, შედარებით-თქო ვამბობ, რადგან ცდილობდა ადამიანური სახის შენარჩუნებას, ცდილობდა დიპლომატებთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც ქონოდა.  არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძის და ახლა ნიშნავს უკეთესად ადმინისტრებადს - კობახიძეს აბარია ეს პარლამენტი, ჩვენდა სამწუხაროდ" , - განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები