კლუბი "ბასიანი" 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

ხმაური და დაძაბულობაა კლუბ "ბასიანთან",  სადაც შეკრებილმა ახალგაზრდებმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბის დალუქვის შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შემდეგ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა  კლუბის  10 ათასი ლარით დაჯარიმების ოქმი გამოწერეს.   შრომის ინსპექცია კლუბის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაიტანონ შესაბამისი ტეექნიკა,  რომ მათ კლუბის დალუქვის შესაძლებლობა მიეცეთ.

კლუბთან თავმოყრილი არიან  ახალგაზრდები, რომლებიც კლუბების ფუნქციონირების შეზღუდვას აპროტესტებენ.  ისინი ღამის 12 საათის დადგომას ელოდებიან, რა დროსაც ღონისძიება არის დაგეგმილი. მათ ბილეთები შეძენილი აქვთ. 

კლუბის მეპატრონე ნაჯა ორაშვილი უკან დახევას არ აპირებს  და  მსურველებს კლუბში მისვლისაკენ მოუწოდებს.

მიმდინარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები