პაატა იმნაძე - კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვით არის განლაგებული და ევროპაშიც, ყველგან დახურულია კლუბები

კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვით არის განლაგებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. 

პაატა იმნაძის თქმით, კლუბების წარმომადგენლებს არავინ დაჰპირებია, რომ გაიხსნებოდნენ. 

მისივე თქმით, ევროპაში ყველგან დახურულია კლუბები, რადგან დახურულ სივრცეში 2000-მდე ადამიანის ყოფნა საფრთხის შემცველია. 

“კლუბების შედარება რესტორანთან, სადაც მაგიდები დისტანციით არის განლაგებული, ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე კლასტერი ცალკე ზის და კლუბის სიტუაცია, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან მძიმეა ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. რამდენადაც ვიცი, შარშან მერიამ მათ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაციაც იყო, თუ არ ვცდები. საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომელის შემდეგაც კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაპირებია მათ ამას. მაგრამ "ომიკრონი" გამოჩნდა. “ომიკრონი” სულ რაღაცა ორი კვირის ამბავია"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები