აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლაში ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. 

ახალგარემონტებული დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გახსნეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით. აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს სპორტის გაკვეთილები თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში ჩაუტარდებათ.

დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები