მაიკო ჯანაშია - ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გადარჩენის ერთადერთი გზა – ვაქცინაციაა

ამ ეტაპზე ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გადარჩენის ერთადერთ გზად ვაქცინაციას მივიჩნევ, რათა ყველაზე ცუდი გამოსავალი, რასაც ლეტალობა ჰქვია, მინიმუმადე დავიყვანოთ,- ინფექციონისტი მაიკო ჯანაშია აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"თითქმის ორი წელია, მთელი მსოფლიო ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიის პარალელურად ცხოვრება მუდმივად შიშნარევია. შეზღუდვები, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუფერულებს ურთიერთობებს. ვფიქრობ, უკვე საკმარისად მეტად დაგვღალა, საკმარისზე მეტად შეგვეხო და ბევრ ჩვენს თანამემამულეს დროზე ადრე გამოგვამშვიდობა ამ ვერაგმა ვირუსმა. მსოფლიოს მეცნიერები და სამედიცინო სექტორი, მუდმივ რეჟიმში ეძებს გამოსავალს , რათა მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ეს რომ დროში გახანგრძლივდა, უკვე საგანგაშო ფაქტორია და მიუთითებს ვირუსის განსაკუთრებულ სირთულესთან. ამ ეტაპზე ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გადარჩენის ერთადერთ გზად ვაქცინაციას მივიჩნევ, რათა ყველაზე ცუდი გამოსავალი, რასაც ლეტალობა ჰქვია, დავიყვანოთ მინიმუმადე.

უფრო და უფრო მცირდება დრო – შტამიდან ახალ შტამამდე. თუ უსწრაფესად არ გავიზიარეთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, „ომიკრონი“ არ იქნება ბოლო შტამი. ყოველი შემდეგი კი უფრო დაგვაზარალებს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. მორალური ზიანის შედეგებს კი ალბათ მოგვიანებით გავიაზრებთ. უკვე საკმარისად მეტი გამოცდილება დაგროვდა ვაქცინასთან დაკავშირებით. დასაწყისში შეკითხვების ბუნდოვანება მეტ- ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა ახლა, როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი აცრილია, ვფიქრობ, დანარჩენი საზოგადოების სკეპტიციზმი არარეალურია.
ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. განსაკუთრებულად მინდა მოვუწოდო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. ისინი მეტად უნდა იყვნენ დაცულები და დაზღვეულები მოსალოდნელი სირთულეებისგან.

ავიცრათ ერთმანეთისთვის!

#ავიცრათერთმანეთისთვის

#აფხაზეთისმთავრობა

#აფხაზეთისჯანდაცვა “,- აცხადებს ინფექციონისტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები