ლაშა კანკავა - ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ "მეგრულ Day Off“-ებს დიდი წარმატება ელოდება

კინოთეატრ „ამირანში“ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მეგრული Day Off“-ების ჩვენება გაიმართა. ამ ფილმმა ე.წ. თიზერად უნდა იმუშაოს შემდგომ უკვე რომანტიკული კომედიის ჟანრის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მეგრული Day Off"-ებისთვის.

მეგრული Day Off-ები იქნება რომანტიული კომედიის ჟანრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგოსა და წარმოშობით სოხუმელი, სამეგრელოში მცხოვრები ბიზნესმენის სიყვარულის ისტორიის ირგვლივ, მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და იუმორზე. ფილმში ძალიან საინტერესოდ იქნება გადმოცემული აფხაზეთის თემა, ემიგრაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობის თემები. ფილმში ასევე წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს ისტორიულად ძალიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილები. ეს ფილმი იქნება ერთგვარი პრომოუშენი ამ კუთხის ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნისა საზღვარგარეთ.

"მოკლეტრაჟიანი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მივიღეთ ძალიან საინტერესო რეკომენდაციები და კომენტარები, მაგრამ ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ პროექტს, ხარისხიანად შესულების შემთხვევაში დიდი წარმატება ელოდება და ის აუცილებლად დაიპყრობს მაყურებლების გულებს.ფილმის დახურულ ჩვენებას ესწრებოდნენ კინოში, სხვადასხვა პოზიციასა და პროფესიაში მოღვაწე საზოგადოება, რათა ყველას თავისი პოზიციიდან შეეხედა პროდუქტისთვის. ყველას თავისი შენიშვნა და კომენტარი  დაეფიქსირებინა, რათა შემდგომ ფილმის შექმნისას გაგვეთვალისწინებინა ისინი“, - აცხადებს ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი ლაშა კანკავა.

ფილმში მთავარ როლს მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ნინო ქანთარია შეასრულებს, ასევე ითამაშებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიცაა რეზო ჩხიკვიშვილი, მისი მეუღლე ხათუნა ჩაგერიშვილი, ჯანო იზორია, ეკა მჟავანაძე, ლაშა რამიშვილი, გიორგი ცაავა, გიორგი გილიგაშვილი, ბაჩო ქაჯაია და სხვა.

მსგავსი სიახლეები