ჩინეთის ქალაქ სიანში მესამე დღეა, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

ჩინეთის ქალაქ სიანში, სადაც 13 მილიონი მაცხოვრებელი უმკაცრესი „ლოკდაუნის“ ქვეშაა, მესამე დღეა, კოვიდინფიცირების შემთხვევები განუხრელად მატულობს.

გასული 24 საათის მანძილზე მხოლოდ სიანში კოვიდინფიცირების 175 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი დღით ადრე კი ინფიცირების რიცხვი 150 იყო. 

სიანის „ლოკდაუნიდან“ დღემდე, ქალაქში 850 შემთხვევა აღირიცხა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ინფიცირების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია, ქვეყნის მთავრობამ მაინც უმკაცრესი რეგულაციების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები