ოპოზიცია თბილისის მერის საკრებულოში მისვლას და წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს

თბილისის მერი თუ რეგლამენტით გაწერილ კანონს არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ, - ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს ოპოზიცია  აცხადებს, რომელიც თბილისის მერის კახი კალაძის საკრებულოში მისვლასა და წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს.  

დეპუტატების განცხადებით, წლიური ანგარიშით წარდგენის უგულებელყოფა რეგლამენტის დარღვევაა.

"ოპოზიციის  სრული შემადგენლობა კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. ჩვენ გუშინდელ სხდომაზე შევიტყვეთ, რომ ბატონი კალაძე არ აპირებს თბილისის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარსდგომას, რაც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.  ეს ყველაფერი ხდება ძლიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილლებების ფონზე, რომელიც მან წლის ბოლოსთვის  დააანონსა და რომლის შედეგად თბილისელების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუარესდება" , - განაცხადა პარტია "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები