იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო ქონების მიღება, საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაემატება

"სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატება  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი მაუწყებლი.

კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის განმარტებით, „იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა,  საჭიროა მას საკუთრებაში, განკარგვის უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა“.  

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები