ირაკლი ნადირაძე - სასწრაფო დახმარების ჯგუფებს რამდენიმე ადამიანის გადაყვანა მოუხდათ

სასწრაფო დახმარების ჯგუფებს რამდენიმე ადამიანის გადაყვანა მოუხდათ, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად  დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ პარტიის  ოფისთან მიმდინარე  მასობრივი შიმშილობის აქციის  შესახებ  განაცხადა.

დღეს შიმშილობის მე-9 დღეა.  

"300-მდე  ადამიანი შიმშილობს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს რამდენიმე ადამიანის გადაყვანა მოუხდა, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად  დამაკმაყოფილებელია, აგრძელებენ ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ იშიმშილოს, აღარ იშიმშილონ მათ შორის ბავშვებმა. ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ყველა ლიდერსა და მედია მენეჯერზე დამთავრდეს, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს სამართლიანი სასამართლო", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები