სამხრეთაფრიკელი მეცნიერები - "ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, ადამიანი „დელტა“ ვარიანტის მიმართ იმუნური ხდება

სამხრეთაფრიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამმა სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ ვარიანტი, რადგან „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, ადამიანის იმუნური სისტემა სხვა შტამების მიმართ იმუნური ხდება. 

სამხრეთაფრიკელი მეცნიერების მცირე მასშტაბის კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც „ომიკრონის“ შტამით დაავადდნენ, სხვა შტამების მიმართ იმუნიტეტი უმუშავდებათ. 

"დელტა“ ვარიანტის ნეიტრალიზაციის ზრდის ტენდენცია იმ ადამიანებისთვის, ვინც „ომიკრონი“ გადაიტანა, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ აღნიშნული პირებისთვის „დელტა“ ვარიანტით რეინფიცირების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდეს“, - აცხადებენ სამხრეთაფრიკელი მკვლევარები. 

აფრიკის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ალექს სიგალმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომ, სამხრეთ აფრიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომიკრონის“ შტამი „დელტაზე“ ნაკლებად პათოგენურია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები