ანა ბუჩუკური - ეს არ არის ამ სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე

ეს არ არის ამ სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ანა ბუჩუკურის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს, არის ყველაზე მავნებლური და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველაზე საშიში გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს „ნაციონალური მოძრაობაც“ უწყობს, რადგან დღეს პარლამენტში მათი სკამები ცარიელია.

"დღეს ეს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს არის  ყველაზე მავნებლური და ყველაზე საშიში გადაწყვეტილება, რაც ქართულ ოცნებას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიუღია და სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამაში ხელს გიწყობთ, იმიტომ რომ ეს სკამები დღეს ცარიელი არ უნდა იყოს.

გუშინ ძალიან ბევრი კითხვად დაისვა კომიტეტზე, მაგრამ არცერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია, გარდა იმისა , რომ მოგყავთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. მე გავიმეორებ შეკითხვებს: რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იღებოდეს დაჩქარებული წესით. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება ისე, რომ პარლამენტის მიერ არჩეული, იმუნიტეტის მქონე ადამიანის სახლში გასაშვებად იღებთ კანონს საახალწლოდ. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტი იწერებოდეს კონსპირაციულად და მალულად. რომელ ევროპულ ქვეყნაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტს უმალავენ იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ეხება  ეს კანონპროექტი. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ რვა დღის უკან ამ სახელმწიფო უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვაც არც დაგიწყიათ და არც მოგისმენიათ ამ უწყებისთვის, რომ შეგვეფასებინა ყველას ერთად მათი მუშაობის ეფექტიანობა.

თქვენ საუბრობთ რეკომენდაციებზე, რომელიც გაცემული იყო წლების წინ და თითქოს, რომ ამ რეკომენდაციებს ასრულებთ, ასე ცდილობთ  შეფუთოთ ეს მავნებლობა. რეკომენდაციებში ასევე იყო რეკომენდაციები ამ სამსახურის შინაარსობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით. მაქვს ორი კითხვა: რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდებოდა  ამ სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას, მაგალითად დევნის დამოუკიდებლად დაწყებასთან დაკავშირებით - ამას რატომ არ ითვალისწინებთ?! მეორე რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ამ სამსახურის მანდატის გაფართოებას და გავრცელებას, სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ხელმძღვანელობაზე - ამას რატომ არ ითვალისწინებთ?!

თქვენ ყველაფერი, რაც თქვით გუშინ და დღეს, არის ტყუილი. ერთადერთი სიმართლე ბატონო რატი, რაც თქვენ წამოგცდათ არის ის რომ, ეს არ არის ამ სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, ყოჩაღ“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები