ბექა ბასილაია - გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად

ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და საუბრის თავიც ისე, რომ მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის განმავლობაში,  გართულებულია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვიულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის საპატიმროში გადაყვანისას, რეანიმობილში განუმარტეს, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, რაც არის წამების გაგრძელება.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად. შუაღამისას მიადგა ძალიან ბევრი ფორმიანი თანამშრომელი, უთხრეს, უნდა წაგიყვანოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიო. რაც ძალიან საყურადღებოა, როდესაც გადმოჰყავდათ და როდესაც წამოიჭრა საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ცუდად რომ გახდეს, რა უნდა ქნან, პასუხი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში მიიყვანდნენ ანუ ეს არის წამების გაგრძელება. 

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით ვისმინეთ, როგორ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში, როგორი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მის წინააღმდეგ და ამის ირგვლივ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება, რის გამოც სამსახურს ხურავენ და ამ დროს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან, თუ რაღაც დამძიმდა, მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაგიყვანენო. ეს არის წამების გაგრძელება", - განაცხადა ადვოკატმა.

ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილებას ხელს ექიმი  ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები