კახა ქემოკლიძე - ზუგდიდის საკრებულოს წევრს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს

პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"როგორც ჩანს, ეს წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უნდა დაგვამახსოვროს “ოცნების” ხელისუფლებამ.

ჩვენი წევრისთვის აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადების და დაჭერის შემდეგ, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია, გუშინ, გვიან საღამოს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე - მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 

მისი თქმით, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.

"30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის  ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო “მერსედესის” მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის  გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ  მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ მის არასრულწლოვან შვილს. 

ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.

მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ “მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 

პარტია "საქართველოსთვის" შესაბამის ორგანოებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.

"როგორც ირკვევა, თავდამსხმელები, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.

მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და  მკაცრად დასჯას.

როგორც ჩანს დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არამხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულ წაშლაზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ბნელი და მანკიერი პრაქტიკის სრულად ადაპტირებაზე" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები