ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკის აღდგენის კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს

მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას.

მისი თქმით,  ქვეყანასში 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა. 

"მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12%-ით, ხოლო 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,7%. ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება. ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურიზმის სექტორი, ასევე, ფულადი გადმორიცხვები, საგადასახადო შემოსავლები.

ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით. მიმდინარე წელს არა მხოლოდ სრულად მოხდა კომპენსირება გასული წლის ეკონომიკური კლების, არამედ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არსებითად შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდა საგარეო ვალის მოცულობა ეკონომიკასთან მიმართებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები