2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოში

2021 წელი მწვავე პოლიტიკური კრიზისისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაიწყო. 

ამ დროისათვის მთავარ ოპოზიციური პარტიას უკვე ახალი არჩეული თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ძველი კი - დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე პარტიას ამ მთავარ საკითხში შეუთანხმებლობის გამო დაემშვიდობა. 

წლის პირველ ნახევარში მთავარი პოლიტიკური მოვლენები სწორედ ნიკა მელიას ირგვლივ განვითარდა. მან პარტიაში განახლების პროცესი წამოიწყო და თავისი გუნდი შექმნა, პარალელურად ხელისუფლება სულ უფრო ავიწროებდა მარყუჟს მელიას თავზე და მას პატიმრობას უმზადებდა. ამის საბაბი კი პროკურატურის მიერ მისთვის მეორედ დაკისრებულ გირაოს გადახდაზე უარი გახდა.  5 თებერვალს ნიკა მელიამ განაცხადა: "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ".  

18 თებერვალს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა  და ამის მიზეზად მმართველ პარტიასთან ნიკა მელიას დაკავების საკითხში შეუთანხმებლობა დაასახელა. 

 ამას მოყვა "ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდის გამოყოფა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელმაც არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.  

"ქართულმა ოცნებამ" "მოღალატედ და მაზაკვალად" შერაცხული გიორგი გახარია მოქმედი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურით ჩაანაცვლა, რომელიც ერთხელ უკვე იყო პრემიერის პოსტზე და თანამდებობა მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზით დატოვა. 

"მეორედ მოსულმა" ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავების დავალება რამდენიმე დღეში შეასრულა.  23 თებერვალს ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს, სადაც ის რამდენიმე ასეულ პარტიის წევრთან და მხარდამჭერთან ერთად იმყოფებოდა.  უპრეცედენტო რაოდენობის სპეცრაზმელების გამთენიისას პარტიის ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის დაკავების  კადრებმა მსოფლიოს ეკრანები მოიარა. ფაქტმა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. 

ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის  დაკავებასა და  პატიმრობას ევროკავშირის ჩართულობა და მოლაპარაკების ხანგრძლივი და დამღლელი რაუნდები მოყვა. საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მისი წარმომადგენელი კრისტიანი დანიელსონი რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. როგორც ბოლოს კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, მოლაპარაკებებმა მთელი ძალა გამოაცალა.  

შედეგად მივიღეთ 19 აპრილის შეთანმება,  გათავისუფლებული პოლიტპატიმრები და პარლამენტში ნაწილობრივ შესული ოპოზიცია, ამდენად,  პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ზავმა დიდხანს არ გასტანა და "ქართულმა ოცნებამ"  20 ივლისს,   როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „100 დღის შემდეგ", შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისად,  გაურკვეველი დარჩა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც  პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხს უკავშირდებოდა. 

მოგვიანებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ შეთანხმებას "კავკასიური ცარცის წრე" უწოდა:

"ჩვენ ქვეყანას გავუწიეთ ანგარიში და ამიტომ მოეწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. ეს იყო კავკასიური ცარცის წრე. ოპოზიცია დღეს გინდა - არგინდა პარლამენტშია შემოსული, ანუ ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. ვერავინ ვეღარ ამბობს იმას, რომ არის პოლიტიკური კრიზისი, დამთავრდა ამაზე საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.

2021 წლის მთავარ სირცხვილად დარჩება 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც შავრაზმელმა ჯგუფებმა თბილისის ცენტრში 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცემეს, მოძალადე ჯგუფების მიერ ნაცემი ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა  11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებზე მასობრივი და ორგანიზებული თავდასხმებიდან 2 კვირის შემდეგ პოლიციამ 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის არ ყოფილა არცერთი ორგანიზატორი. რამდენიმე თვეში ძალადობის იდეოლოგებმა და ორგანიზატორებმა საკუთარი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს და რუსეთთან კავშირის აღდგენა პრიორიტეტად გამოაცხადეს.  

2021 წლის საკვანძო მოვლენად  რეფერენდუმად გამოცხადებული თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.  კორონავირუსით  გამოწვეული მორიგი ლოკდაუნის ფონზე ჩაიარა წინაასარჩევნო პერიოდმა. „ქართულმა ოცნებამ“ რთულად,  მაგრამ კვლავ გამარჯვება მოიპოვა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას საფუძველი გამოაცალა. ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლებამ ეს გამარჯვება ხალხის დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე მოიპოვა. 

არჩევნებს უკავშირდება ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს დაბრუნება. მან აასრულა დანაპირები და არჩევნების წინა დღეებში საქართველოში დაბრუნების შესახებ ბათუმიდან გაკეთებული ლაივ ჩართვით აცნო ქვეყანას. არალეგალურად შემოსული ძებნილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მობილიზაციისაკენ და არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისაკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიციას ვერც ამ თავგანწირვამ უშველა და გამარჯვების გაფორმება ვერ შეძლო. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში - წალენჯიხაში შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა საკრებულოებში, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ თითქმის თანაბარი შედეგები დააფიქსირა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ოპოზიციამ მეტი მხარდაჭერის მიღება შეძლო, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნა. გამოუძიებელი რჩება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტარტის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზები. ოპოზიციის განცხადებით, ის მმართველი ძალის მხრიდან ზეწოლას და შანტაჟს შეეწირა.  

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის კვლავ გისოსებსმიღმა რჩება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, ქვეყანაში ვერ იქნება სიმშვიდე. 50- დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქედან კი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. 

მთელი ამ პროცესების შედეგად კიდევ უფრო ხისტი "ქართული ოცნება" და ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული მკვეთრი  ნაბიჯები მივიღეთ. მმართველობის შესანარჩუნებლად   პარტია ძალადობრივი მეთოდები კიდევ უფრო გააძლიერა.  
"ქართულმა ოცნებამ" 2021 წელს პრემიერ-მინისტრი ერთხელ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ შეცვალა. 

შარლ მიშელის შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ხელი მოაწერა შეთახმებას და მის შესრულებაზე პასუხისგებლობაც თავზე აიღო. 

თალაკვაძე ამ პოსტზე კახა კუჭავამ შეცვალა, რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარედ  27 აპრილს აირჩიეს. მან თავი 5-6 ივლისის მოვლენების დროს  მოძალადეების მიერ   ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვის შემდეგ დროშის აღმართვით დაგვამახსოვრა, შემდეგ კი გარდამავალი დროშასავით თავმჯდომარის პოსტი შალვა პაპუაშვილს გადაულოცა, რომელმაც, თავის მხრივ,  სიხისტითა და კოლეგა ქალზე ძალადობით გამოიჩინა თავი. 

უჩვეულო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პოსტიდან ჯანდაცვის მინისტის ეკატერინე ტიკარაძის წასვლა, რომელიც გადადგა, თუმცა მინისტრის მოვალეობის შესრულებას კიდევ რამდენიმე კვირა აგრძელებდა. 
ამ ფონზე ქვეყანაში წლის ბოლოს კორონვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 14 ათას მიაღწია, ფასები, გადასახადები და სიღარიბე ყოვედღიურად იზრდება. 

ამასობაში მთავარი ოპოზიციური ძალა საპროტესტო აქციებს აგრძელებს და აქამდე  უპრეცედენტო მასობრივი შიმშილობის აქციას მართავს, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. მიხეილ საკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ კი საპროტესტო აქციების კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს. 

მძაფრი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხები.  რიგის მინისტერიალზე ნატოს განვითარებისა სრულიად ახალი კონცეფციის განხილვა და მზადების დასაწყისი 2022 წლის მადრიდის სამიტისათვის. 

2021 წელი უპრეცედენტო  აღმოჩნდა სუს-ის ფაილების  მასშტაბური გაჟონვის მხრივ, მედიის ხელში აღმოჩნდა მასშტაბური მოსმენები მათ შორის სასულიერო პირების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, რის გამოც პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო პარტნიორებმა მიუთითეს,  რომ მეგობრებს არ უთვალთვალებენ და ფარულად არ უსმენენ. 

რაც შეეხება მეგობრულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო პარტნიორების რჩევების საწინააღმდეგოდ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. პრემიერ-მინისტრმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყანა თავს არავის დაუხრის. 

ამ ფონზე აღსანიშნავია,  ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ეროვნული თანხმობის შესახებ საუბრების წამოწყებისა,  რაც სხვა არაფერია, თუ არა ანტურაჟი  და გადაფარვის მცდელობა ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესებისა და ზღვარგადასაული პოლარიზაციისა.

წლის ბოლო პოლიტიკური მოვლენა კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა, რომელიც პარლამენტმა 30 დეკემბრს რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით გააფორმა. ლონდა თოლორაია, რომელმაც დეკრეტში ყოფნის პერიოდში გაიგო, რომ სამსახურს უუქმებდნენ, აცხადებს, რომ ეს ბრძოლა ამით არ მთავრდება. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩნენ ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები, სხვა თანამშრომლები კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სამსახურში დასაქმდებიან. ლონდა თოლორაიას მმართველი პატრია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის წევრად მიიჩნევს, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია, „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები