სერგო ხიდეშელი - გისურვებთ იმედიან, წარმატებულ და ბედნიერ 2022 წელს

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი ონელებს ახალ წელს ულოცავს.

"ჩემო ონელებო, ძვირფასო მეგობრებო! 

გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ, 2022 წელს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას! 

2022 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სურვილების და ოცნებების ასრულების, დასახული მიზნების მიღწევის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და წარმატებების წელი! 

სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

მინდა, მადლობით გავაცილოთ 2021 წელი, რადგან ამ წელს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა ეს წელი იყო გამოწვევების წელი, რომელსაც თან ახლდა პრობლემები, თუმცა მჯერა, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდეს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ჩემი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მიზანია ქალაქის განვითარების პარალელურად განსაკუთრებულად დავიხარჯო ადმინისტრაციული ერთეულების პრობლემების მოსაგვარებლად, განვაგრძოთ საგზაო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურების მოწესრიგება, სოციალური პროგრამების განხორციელება, ტურისტული პოტენციალის, ჯანსაღი. უსაფრთხო გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის სასურველი ეკოსისტემის ჩამოყალიბება.

ჩემო ონელებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და აქტიური მხარდაჭერისთვის. 

ვისურვებდი, ახალმა წელმა ქვეყანაში მშვიდობა და აღმშენებლობა მოიტანოს.

მინდა ახალი წელი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ნიჭიერ მომავალ თაობას, მჯერა მათი და დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი კუთხის განვითარების საქმეში.

მინდა მივულოცო პედაგოგებს, აღმზრდელებს, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მედიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მესაზღვრეებს, თითოულ იმ ადამიანს, რომლებიც მუდამ ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

კიდევ ერთხელ, მოგილოცავთ ყველას, ახალი წლის შემობრძანებას იმ იმედით და რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის.

მინდა მოლოცვა პატრიარქის სიტყვებით დავამთავრო - ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაბადებული, ღმერთი მოწყალეა, ნუ შევუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ. ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა.

გისურვებთ იმედიან, წარმატებულ და ბედნიერ 2022 წელს!“, - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი.

უახლესი ამბები